სარეკლამო ბაზრის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები: კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კვლევის შედეგებს ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ 2012-დან 2017 წლამდე ქვეყანაში სარეკლამო ბაზარი გაზრდილი, კერძო ტელევიზიების მიერ მიღებული შემოსავლები კი, პირიქით, შემცირებულია.
საუბარია ჯამში დაახლოებით 15 მილიონ ლარზე, რომელიც კომისიის მიერ გამოკითხულ ექვს ტელეკომპანიამდე არ მისულა.
მარეგულირებელი უწყების მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს და ანალიზის შედეგებს არ იზიარებს კერძო მაუწყებლების ნაწილი, რომელიც სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენციაზე საუბრობს.