„აი-რაი“-ის კვლევის შედეგები

საერთაშორისო ორგანიზაცია „აი-რაიმ“  მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე – ვის მისცემდით ხმას, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“, 22% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 7% – „ევროპულ საქართველოს“, 5% – „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე 5% „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 22 %-მა არ იცის, ვის სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს, 6 % კი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

აი-რაიმ“ საკუთარ კვლევაში კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგიც გამოიკვლია. სადაც დავით ბაქრაძე, კახი კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ. რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა, რომელსაც დადებითად 59% აფასებს. მეორე ადგილს, 49 %-იანი მხარდაჭერით, თბილისის მერი კახი კალაძე იკავებს, მესამე პოზიციაზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი 48 %ით გრიგოლ ვაშაძეა. ბიძინა ივანიშვილი მე-11 ადგილზეა – 35%, დადებითი შეფასებით, 57%, უარყოფითი, არ ვიცი 8%. შეკითხვა დაისვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. გამოკითხულთა დიდი ნაწილი – 28 % ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეა.

გამოკითხვის კიდევ ერთი ნაწილი ნატო-ში გაწევრიანებას ეხება, რომლის შედეგების თანახმად,  მომხრეთა რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას, სრულად გამოკითხულთა 49 % უჭერს მხარს. „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩატარა. ჯამში 1500 ადამიანი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2.5 %-ს შეადგენს.