„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს დღესვე გადაეგზავნება. წარდგინებას ხელს პარლამენტის 81 დეპუტატი აწერს, რომელთა ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე დაადასტურა. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უნებართვო ვიზიტების განხორციელებას ედავება და მისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას გეგმავს.
პროცედურებითა და პოლიტიკური შეფასებებით, თათია ტაბეშაძე ჩაგვერთვება.