საკონსტიტუციო სარჩელი

12:09, 21.11.2024

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის სარჩელს განსახილველად – პლენუმი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებს. პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. 26 ოქტომბრის არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართა 30-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც, რომლებიც აცხადებენ, რომ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ, თუმცა, სასამართლოს ობიექტურობის არ სჯერათ. მმართველი გუნდში კი სარჩელს აბსურდს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სარჩელის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მსგავსი