აშშ-მა იემენის სამ ქალაქში, ჰუსიტების 15 ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. გავრცელებული ცნობით, სამიზნეებს შორის იყო დედაქალაქი სანააც. სამხედრო მაღალჩინოსნების განმარტებით, დაიბომბა სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტიც. თუმცა დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. როგორც „ბიბისი“ განმარტავს, შტატების ეს ქმედება გასულ კვირას, ჰუსიტების მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდების საპასუხო რეაქციაა.