დღეს „საქართველო 15“ ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან სერიის მეორე მატჩს გამართავს.
გუნდებმა პირველი მატჩი ოთხი დღის წინ „აია არენაზე“ ჩაატარეს. მაშინ სტუმრებმა 28:15 გაიმარჯვეს. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს „ბრივის“ ბურჯი, ლუკა ჯაფარიძე დაეხმარება, რომელიც შარშან უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა და 4 შეხვედრაში 2 ლელო გაიტანა.
მატჩი ავჭალის სტადიონზე, 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.