კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საფრანგეთის შემდეგ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ესპანეთში იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილმა მადრიდში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელთა შეხვედრაში. მან კოლეგებს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა და ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები დღეს ევროდეპუტატების მხრიდან არაერთხელ გაისმა.