სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა. მათ სამი სხვადასხვა დისტანცია – 3 კმ-იანი სახალისო გარბენი, საშუალო – 5 კმ-იანი და რთული – 13 კმ-იანი დისტანცია დაფარეს. მარათონის მონაწილეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან“ სამახსოვრო სამაჯურები გადაეცათ. მარათონი მუსიკალურად თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა. შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.