“არ მივცეთ უფლება ლეიკემიას შეწყვიტოს ვატოს ვიოლინოს ხმა” – 26 წლის ვატო მაღრაძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამო “ქალთა თანადგომა მშვიდობისთვის” ორგანიზებით და კონსერვატორიის და ასევე სასტუმრო “ბილტმორ თბილისის” მხარდაჭერით შედგა.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს ვატო მაღრაძეს მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია აქვს. მკურნალობის კურსის გავლა მას გერმანიაში უწევს, რაც დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.
საქველმოქმედო კონცერტში ახალგაზრდული სიმებიანი ორკესტრი, თბილისის გოგონათა გუნდი და „ტანგო აკადემია“ მონაწილეობდა. შემოსული თანხა სრულად ვატო მაღრაძის ანგარიშზე ჩაირიცხება.