ალ ბანო თბილისში

ცნობილი იტალიელი მომღერალი ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

ალ ბანო ხვალ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. 80 წლის ლეგენდარული შემსრულებელი და 30-მდე ალბომის ავტორი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ყველასთვის ნაცნობ სიმღერებს შეასრულებს.

ხვალ დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი საქველმოქმედო ფონდის, „ცხოვრება მშვენიერია“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. შემოსული თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.

ალ ბანოს კონცერტი 20 საათზე დაიწყება.