დიმიტრი ცინცაძის ფონდი რვა წლისაა. იუბილე კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტით აღნიშნა. ბერი ანდრიას ფონდის მიერ დაწყებულ სარეაბილიტაციო ცენტრში სრულად გარემონტებული ოთახი ერთ ბენეფიციარს გადასცეს.
ბერი ანდრიას ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრის, „ბედნიერი სახლის“ მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ცენტრში ორივე ფონდის საერთო ბენეფიციარები ცხოვრობენ და სარეაბილიტაციო კურსს გადიან.