საზოგადოების დახმარება 38 წლის ყოფილ ფეხბურთელს, ბექა ჟღენტს სჭირდება. მას ამიოტროპული სკლეროზი დაუდგინდა. პაციენტს ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროება. მხოლოდ ერთი წლის საჭირო მედიკამენტის ღირებულება 100 ათას ლარს შეადგენს. ყველას, ვისაც აქვს ბექას დახმარების სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.