საზოგადოების დახმარება ექვსი წლის თამაზ კუპატაძეს სჭირდება. ექიმებმა ბავშვს მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია დაუდგინეს. პატარა ბიჭი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ყველას ვისაც აქვს თამაზ კუპატაძის დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.