კიდევ ერთი სიახლე, რაც 2018 წლიდან ამოქმედდა, საერთო სასამართლოებს ეხება. საქმეები მოსამართლეებს უკვე სპეციალური პროგრამით, ელექტრონული წესით გადაეცემათ. რეფორმა რეფორმირების ე.წ მესამე ტალღის ცვლილებების ფარგლებში შემუშავდა. ინიციატორები დადებით ტენდენციებზე მიუთითებენ: მათ შორის აღნიშნავენ რომ სასამართლო სისტემა შესაძლო ჩარევებისგან სრულად გათავისუფლდება. მესამე სექტორი კი არსებულ რისკებზე საუბრობს და რეკომენდაციების გათვალისწინებას ითხოვს.