საქართველოში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

რუსეთის საზღვაო ძალების თავდასხმა უკრაინულ ხომალდებზე შეფასებების თემაა პარლამენტიც.

„ევროპული საქართველო“ საგარეო კომიტეტს მოუწოდებს, მომხდარი სპეციალური რეზოლუციით დაგმოს. უმცირესობამ რეზოლუციის საკუთარი პროექტი უკვე მოამზადა.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტის პოზიცია მსგავს შემთხვევებზე ყოველთვის არის ადეკვატური.

რა სახით გამოეხმაურება პარლამენტი რუსულ აგრესიას, ამას მმართველი გუნდი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტს. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მომხდარზე მკაცრი რეაგირება ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას.