საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარება

გერმანიის საელჩოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერი დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

პროექტი საქართველოში მყოფი, ომისგან დაზარალებული უკრაინელების
გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას, მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას და ასევე ფსიქო-სოციალურ დახმარებას გულისხმობს. საქართველოში განხორციელებული პროექტისათვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთი მილიონი ევრო გამოყო, რომლითაც წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 7200 უკრაინელ პირს გაეწევა ფულადი დახმარება. პროექტს „ASB საქართველო“ ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან, „Unite Together“ და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად.