ჰუმანიტარული დერეფნები

უკრაინული მხარე მიუღებლად მიიჩნევს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაზე რუსეთის წინადადებას, უკრაინელების ბელორუსსა და რუსეთში გადასვლაზე. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის ეს ვარიანტი არის მიუღებელი და უკრაინელი ხალხი ბელორუსში არ წავა, რომ მერე თვითმფრინავით რუსეთის ფედერაციაში გადაფრინდეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში დილის 9 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნა.