საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა გაიმართება

14-16 მაისს საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა გაიმართება.

დელეგაცია უკვე თბილისშია. ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობაა.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან, ასევე ფინანსთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და დედაქალაქის მერს.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია.