საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები აღდგომის დღესასწაულს ხვალ ზეიმობენ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ ხვალ ევანგელურ-ბაპტისტური და ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიები, ასევე სახარების რწმენის ეკლესია და საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი.
სახარების რწმენის ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. შესრულდება საგალობლები, წაიკითხავენ ეპიზოდებს საღვთო წერილიდან. ასევე, იქადაგებს ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი. ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება – ქადაგება, ლოცვა და ევქარისტია 23:45 საათზე დაიწყება.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, კი დაიწყება ფესტივალი, უკვე გამთენიისას კი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახურები, მრევლთან ერთად, ავტობუსებით ტაბახმელას ტერიტორიაზე გავლენ, სადაც ცისკრის ლოცვას აღავლენენ. საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიები კი ღვთისმსახურებას 22 საათიდან აღავლენენ.
ღამის თევის დროს მოხდება სახარებიდან ქრისტეს ცხოვრების შესაბამის ეპიზოდების წაკითხავაც. საზეიმო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიაშიც.
აღდგომის დღესასწაულს დღეს ღამით აღნიშნავენ ნინოწმინდაში მცხოვრები დუხობორებიც.