სააღდგომა მსახურება სახარების რწმენის ეკლესიაში

მართლმადიდებლების გარდა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია. საზეიმო ღვთისმსახურების დროს გოსფელის გუნდის მიერ სადიდებელი საგალობლები შესრულდა. სცენაზე იგალობეს ბავშვთა გუნდის წევრებმაც. შესრულდა ზიარების საიდუმლო.

სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა, ოლეგ ხუბაშვილმა ქრისტიანებს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა. სააღდგომო ღვთისმსახურებას თბილისში არსებული ნიგერიელთა საღვთო ეკლესიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პასტორმა სოლომონ ფალაბიმ მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.