ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება შესრულდა

აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში.

ტაძარში, ზუსტად 12 საათზე სააღდგომო ღვთისმსახურება შესრულდა – ქადაგება, ლოცვა და ევქარისტია. ეკლესიაში წაიკითხეს რამდენიმე ეპიზოდი სახარებიდან ქრისტეს ცხოვრების შესახებ.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ფესტივალი გაიმართა, სადაც ახალგაზრდა მრევლმა ლექსები წაიკითხა და შესრულდა სიმღერებიც.

უკვე დილის 05:00 საათისთვის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახურები, მრევლთან ერთად, ავტობუსებით, ტაბახმელას ტერიტორიაზე გაემგზავრნენ, სადაც ცისკრის ლოცვა აღავლინეს.

დატოვე კომენტარი