სახარების რწმენის ეკლესია სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდა

საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა სახარების რწმენის ეკლესიაში, სადაც ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა იქადაგა. მან მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

ეპისკოპოსმა ქადაგებისას ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესასწაულთან დაკავშირებით სახარების რწმენის ეკლესიაში საგალობლები შესრულდა. წაიკითხეს ეპიზოდები ბიბლიიდან.

სახარების რწმენის ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ნიგერიელთა ეკლესიიდანაც.