საქართველოში მცხოვრები კათოლიკები მაცხოვრის შობას აღნიშნავენ. საშობაო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ატარებს. ლიტურგია ღამის ორის ნახევრამდე გაგრძელდება. ღვთისმსახურების მსვლელობისას ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ემანუელს, ანუ ბავშვის ქანდაკებას, მშვიდობის ყრმას შეაბრძანებენ, რომელიც მაცხოვრის შობას აღნიშნავს.
საქართველოში კათოლიკური ეკლესია მე-13 საუკუნიდან ჩნდება. ქვეყანაში დღეს 50-ზე მეტი კათოლიკური ეკლესიაა.
გენო ოსიყმაშვილი იმყოფება ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში.