შობას აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკები

მაცხოვრის შობას აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკებიც. გუშინ გვიან ღამით, საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო გაუძღვა. ამ დღეს ყველა კათოლიკურ ეკლესიაში მორწმუნეებთან მაცხოვრის შობის სიმბოლო – ემანუელი ანუ ბავშვის ქანდაკება გამოაქვთ.