დენის გადასახადი მცირდება.
ტარიფმა სამი თეთრით იკლო. გადაწყვეტილება თანაბრად ვრცელდება როგორც მოქალაქეებზე, ასევე ბიზნესზე. დღეს დამტკიცებული ტარიფები მომდევნო სამი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს. სემეკ-ი გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებს ასახელებს. შედეგად პრაქტიკულად 2021 წლამდე მოქმედი ტარიფები ბრუნდება. მოსახლეობისთვის გაწეული შეღავათის გარდა ეკონომისტები აქცენტს კომერციულ სფეროზეც აკეთებენ და კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გაიაფებას ელოდებიან. ელექტროენერგიისგან გასხვავებით, არ შემცირდება წყლის გადასახადი. მოქალაქეებისთვის ტარიფი უცვლელი რჩება, თუმცა თბილისის, მცხეთის და რუსთავის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევთ, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოძველებით და მისი განახლების აუცილებლობის ხსნიან.