საქართველოში ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი ჩამოვა

საქართველოში ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი ჩამოვა. მუსიკოსი საქართველოში კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართავს.

საკონცერტო პროგრამის შესახებ დღეს ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნს ფარგლებში ეწვევა და სიმღერებს მისი ბოლო, მეხუთე ალბომიდან სახელწოდებით “აფთერლავ” შეასრულებს.

ჯეიმს ბლანტთან ერთად ფესტივალის დამოუკიდებლობის დღე იმღერებს ორი ქართული ჯგუფი “იანგ ჯორჯიან ლოლიტას” და “ლაუდსფიქერსი”. ასევე, ერთი აფრიკული ჯგუფი სახელწოდებით “პარლატონს”.