თბილისში ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართება

11:21, 29.11.2017

საქართველოში ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ჯეიმს ბლანტი ჩამოვა. ბრიტანელი მომღერლის კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ საპრომოუშენო კომპანიის black pearl live-ის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ჯეიმს ბლანტი საქართველოს, ფესტივალის “დამოუკიდებლობის დღე” ფარგლებში ესტუმრება.

ბილეთების გაყიდვა 11 დეკემბრიდან დაიწყება. ბილეთების ფასი 120-დან 325 ლარამდე იქნება.

ჯეიმს ბლანტთან ერთად სცენაზე ორი ქართული და ერთი აფრიკული ჯგუფი გამოვა. ესენია – Young Georgoan Lolitas და Loudspeakers. ხოლო აფრიკული ჯგუფია The Parlotones.

ცნობილი სოლო მომღერალი კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მუსიკოსების ჩამოყვანით ქართველ მელომანებს ხშირად გაანებივრებენ.

მსგავსი