საქართველოში ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ჯეიმს ბლანტი ჩამოვა. ბრიტანელი მომღერლის კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ საპრომოუშენო კომპანიის black pearl live-ის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ჯეიმს ბლანტი საქართველოს, ფესტივალის “დამოუკიდებლობის დღე” ფარგლებში ესტუმრება.
ბილეთების გაყიდვა 11 დეკემბრიდან დაიწყება. ბილეთების ფასი 120-დან 325 ლარამდე იქნება.
ჯეიმს ბლანტთან ერთად სცენაზე ორი ქართული და ერთი აფრიკული ჯგუფი გამოვა. ესენია – Young Georgoan Lolitas და Loudspeakers. ხოლო აფრიკული ჯგუფია The Parlotones.
ცნობილი სოლო მომღერალი კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მუსიკოსების ჩამოყვანით ქართველ მელომანებს ხშირად გაანებივრებენ.