საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას გაეცნო

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა გააცნეს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის რეგიონულ მნიშვნელობას და საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება ანაკლიაში 2021 წელს იგეგმება. ამავდროულად, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზას  მოიცავს, პროექტის  მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.