პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში მოსახლეობას ხვდება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში მოსახლეობას ხვდება. პრემიერმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელის განხორციელებაც იგეგემება. მისი განცხადებით, მოხდება ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია და  ძველი პარკის ტერიტორიაზე აშენდება სპორტული კომპლექსი 50-მეტრიანი ოლიმპიური საცურაო აუზით.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებაზე, მამუკა ბახტაძემ  ისაუბრა იმ გამოწვევაზეც, რომელმაც შარშან პრობლემები შეუქმნა სოფლის მეურნეობას.