საქართველოსადმი აშშ-ის საბიუჯეტო დოკუმენტში ასახულ მხარდაჭერას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ
ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო დოკუმენტს, რომელშიც საქართველოა ნახსენები, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში დადებით ფაქტად აფასებენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ დოკუმენტის დახმარებით რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაზარდოს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია.