საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობაზე კვლევა ჩატარდება
საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობაზე კვლევა ჩატარდება. მემორანდუმს ხელი საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. მისივე თქმით, საინვესტიციო თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა.