გიგი უგულავას განცხადება 

ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „თავისუფალი საქართველოს“ და „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები აწერენ. როგორც კოალიციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა შეიქმნება. მისი თქმით, ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში კარი სხვა პარტიებისთვის, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიისთვისაც ღიაა.