საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნესფორუმი იმართება

საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, ბიზნესფორუმი იმართება.

ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ მინსკის ბიზნესსექტორისა და საქალაქო-აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სექტორულ ქართულ კომპანიებთან, გარდა ამისა, მოეწყობა ბელარუსული პროდუქციის გამოფენა.

ღონისძიებაში 120-მდე ბელარუსული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს ბიზნესსექტორის 190-მდე წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

ფორუმის ფარგლებში, ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის გაფორმდება 30-მდე ხელშეკრულება.