საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სინოპტიკოსების ცნობით, ქარის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ტემპერატურა 14-19 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქნება ნალექი, ტემპერატურა კი 2-დან 7 გრადუსამდე აიწევს. მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში.