საქართველოს პირველი არხის ეთერში, მუსიკალური მეგაპროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალი გაიმართა.
გაირკვა იმ ფინალისტების ვინაობა, რომლებიც 31 დეკემბერს გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა, ნახევარფინალში დავით რუსაძემ დააგროვა და პროექტს გამოეთიშა.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ქვეყანას 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.
საქართველოს ვარსკვლავი