„საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალი გაიმართა

საქართველოს პირველი არხის ეთერში,  მუსიკალური მეგაპროექტის – საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალი გაიმართა.

გაირკვა იმ ფინალისტების ვინაობა, რომლებიც 31 დეკემბერს გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა, ნახევარფინალში დავით რუსაძემ დააგროვა და პროექტს გამოეთიშა.

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ქვეყანას 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

საქართველოს ვარსკვლავი