ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა. სარეზერვო სამსახურის გავლა უკვე შიდა ქართლის რეგიონშიც იქნება შესაძლებელი. რეზერვის პროგრამისა და პირობების გაცნობის მიზნით, 203-მე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაური და სხვა წარმომადგენლები გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის კონტრაქტის, რეგისტრაციისა და მიღების პროცედურების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.