საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესდა – მონაცემი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, რეიტინგი Ba2 დონეზე დადასტურდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.

რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი.