სარეიტინგო კომპანია Fitch-ის კვლევა

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელია. კომპანია „ფიტჩმა“ ახალი მონაცემი გამოაქვეყნა – ჩვენი ქვეყნის რეიტინგი „ბიბი“ დონეზე რჩება. სპეციალისტები გლობალური პანდემიის პირობებში ამ მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებენ.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გლობალური კრიზისის ფონზე, ცნობილი სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვება, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის დასტურია.