Fitch-ის რეიტინგი

სარეიტინგო კომპანია „ფითჩმა“ საქართველოს პოზიტიური პერსპექტივით საკრედიტო რეიტინგი BB –  შეუნარჩუნა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება.