საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა. 2011 წლის შემდეგ პირველად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „სტანდარტ ენდ ფურსმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.

დოკუმენტის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის 5,7 პროცენტია, რაც ჩვენი სარეიტინგო ჯგუფის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად, ამ კუთხით სააგენტო ქვეყანას რეგიონში ლიდერობას უწინასწარმეტყველებს. ქართული ეკონომიკისთვის შესაძლო რისკებს შორის კი სახელდება თურქეთსა და რუსეთში სავალუტო კურსების მერყეობა.

დეტალები მარიამ სეთურიძის სიუჟეტში.