საქართველო „ფიტჩის“ რეიტინგში

სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩი“ შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას დადებითად აფასებს.

გავლენიანმა სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად „ბიბი“ დონეზე, ნეგატიური პერსპექტივით დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. ანგარიშის მიხედვით, გაუარესდა ისეთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი, როგორიცაა იაპონია, ისლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები.