საქართველოს საკრედიტო რეიტინგი

პანდემიის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზის ფონზე, საქართველომ საკრედიტო რეიტინგი შეინარჩუნა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიაm „სტანდარტ ენდ ფუარსიმ“ BB დონე და პერსპექტივა „სტაბილური”, უცვლელი დატოვა. კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, მათ შორისაა: ესტონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და პორტუგალია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პოზიტიურად არის შეფასებული ხელისუფლების საქმიანობა –  საპენსიო რეფორმის განხორციელების, დეპოზიტების დაზღვევისა და კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება. ხოლო საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება.