ოკუპაცია უნდა დასრულდეს, ევროპა საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას არ შეეგუება – ლიეტუვის დედაქალაქში, საქართველოს სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავს მიეძღვნა.
ქართველი და ლიეტუველი სტუდენტები საქართველოს და ლიეტუვას ეროვნული დროშებით სკვერში შეიკრიბნენ და მავთულხლართებით გაყოფილი საქართველოს დროშები გამოფინეს.
თბილისის სახელობის სკვერში შესრულდა საქართველოს ჰიმნი.