საქართველოს სოლიდარობის აქცია ვილნიუსში

ოკუპაცია უნდა დასრულდეს, ევროპა საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას არ შეეგუება – ლიეტუვის დედაქალაქში, საქართველოს სოლიდარობის აქცია გაიმართა.

ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავს მიეძღვნა.

ქართველი და ლიეტუველი სტუდენტები საქართველოს და ლიეტუვას ეროვნული დროშებით სკვერში შეიკრიბნენ  და მავთულხლართებით გაყოფილი საქართველოს დროშები გამოფინეს.

თბილისის სახელობის სკვერში შესრულდა საქართველოს ჰიმნი.