ეკონომიკურთან ერთად აბრეშუმის გზის ფორუმს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა.
საერთაშორისო პლატფორმამ საქართველოს, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი და რეგიონში მშვიდობისმყოფლის ფუნქცია უფრო მეტად წარმოაჩინა. ფორუმზე ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი ორი მეზობელი ქვეყნის პრემიერები ერთად იყვნენ წარმოდგენილები. როგორც ირკვევა, შედგა სამმხრივი შეხვედრა, რა დროსაც მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან რეგიონული მშვიდობის დამყარებისთვის მედიატორობის შეთავაზება კიდევ ერთხელ მიიღეს. ყარაბაღის მრავალწლიანი კონფლიქტის ბოლო ყველაზე მასშტაბური ესკალაციის შემდეგ თბილისი მედიაციის სივრცედ არაერთხელ იყო შეთავაზებული.
ნათია ქენქაძე არკვევდა, რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს იმ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, რომლის ხელმოსაწერად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო საკითხები ზუსტდება.