საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს უზბეკეთში გაეცნენ

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს უზბეკეთში გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას უზბეკეთის 65-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 11 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი.