პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთსა და თურქმენეთში

საქართველოს ხელისუფლება უზბეკეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.

ტაშკენტში პრემიერის ვიზიტი კონკრეტული შეთანხმებებით დასრულდა. ტრანსპორტი, ვაჭრობა, ტურიზმი – ეს იყო მთავარი სასაუბრო თემები უზბეკეთის ხელისუფლების პირველ პირებთან. ქართული მხარე უზბეკეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდასაც აპირებს. დაანონსდა ერთობლივი საწარმოების გახსნაც. გეგმაშია უზბეკეთისთვის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო დატვირთვა და ტურისტული ნაკადების ხელშესაწყობად დამატებითი რეისების დანიშვნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პროექტების განსახილველად ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისია შეიკრიბება.