საზეიმო მიღება ტაშკენტში

საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა დავით ზალკალიანმა, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში.

უზბეკეთის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა უზბეკი ხალხის მხრიდან საქართველოს გამორჩეული სიყვარული და უზბეკეთის მთავრობის მზაობა, განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან. ღონისძიებაზე, რომელსაც უზბეკეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კულტურის ცნობილი ქართველი მოღვაწეები წარდგნენ. შესრულდა მუსიკალური ნომრები.